"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლებმა, კოორდინატორებმა, ზონის უფროსებმა და აქტივისტებმა პარტია იმერეთშიც დატოვეს და "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ.
მისი თქმით, სამეგრელოს, გურიისა და ქვემო ქართლის მსგავსად, "ოცნების" უკვე ყოფილი წარმომადგენლები ამ შემთხვევაშიც აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წამოყენება მათთვის წითელი ხაზია.
"ქართული ოცნების" დამფუძნებლებმა, კოორდინატორებმა, ზონის უფროსებმა და აქტივისტებმა პარტია იმერეთის რეგიონშიც დატოვეს და "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ. სამეგრელოს, გურიისა და ქვემო ქართლის მსგავსად, "ოცნების" უკვე ყოფილი წარმომადგენლები ამ შემთხვევაშიც აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წამოყენება მათთვის წითელი ხაზია და არჩევნებზე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობას არ აპირებენ", - განაცხადა უგულავამ.