თარიღი    დრო

ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ სააკაშვილს, რაღაცას გავუკეთებ - სუბელიანი რ2-ის ახალ ჩანაწერში

საქართველო, თბილისი - 10:02 10.18.2018 312

"რუსთავი 2" ახალ ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციზე საუბრობს.

სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან დიალოგში ამბობს, რომ სააკაშვილის გასანეიტრალებლად სამთვიანი ვადა მისთვის საკმარისი იქნებოდა.

სუბელიანი ასევე ახსენებს „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს, რომელთა მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს.

ჩანაწერში სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ნდობით აღჭურვილ პირს, დავით ცუხიშვილს ესაუბრება.

მირზა სუბელიანი - ეჰ, ეგრე არ არი. ამათ უნდათ, რომ ფიქრობენ, რომ მე ციხეში გავტყდები და იმ თემაზე წავალ, რასაც ეგენი მეუბნებიან. რატო არ წავიდე ... ავიღებდი ორ მილიონს, ჩავიდებდი ჯიბეში და წავიდოდი პარიზში და დავალეწავდი თავ-ყბას ყველას და ღირსებიც იქნებოდნენ დღევანდელი გადმოსახედიდან. მაგრამ დღეს ამას ვერ ვიზამ, კაცური სიტყვა მაქვს ნათქვამი და ხელი მაქვს ჩამორთმეული და ჩემი სიტყვა არ დარღვეულა არასდროს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და დღეს ამას არ ვიზამ, მაგრამ. მაგრამ რომ გამოვალ გარეთ, დავუჯდები, ძმაო, დაველაპარაკები და ვეტყვი, ძმაო, ამ ყველაფრის მერე ვინ ვარ, კიდევ „იზვოი“ ვარ? დამიფიქსირეთ! მტერი ვარ კიდევ თქვენი? რო ვიცოდე რა?... მერე პასუხისმგებელი ვიქნები ჩამს ქმედებებზე. ჩემი გადასაწყვეტია. არავისზე ნაკლები ორატორი არ ვარ, არავისზე ნაკლები ჭკუა არ მაქვს. არავისზე ნაკლები კომპრომატები არ მაქვს. ამას, რასაც მე მაბრალებდნენ მთელი ცხოვრება. ოთხი წლის განმავლობაში და კადრებში მაყურყუტებდნენ, მირზა არ გავწიოთ, ბევრი კომპრომატი აქვსო, ერთი კაცი მითხრან, ვისთანაც დამცდენია რამე.

ცუხიშვილი - აი, მაგას ვამბობ, წინ ვის დახვედრია?

მირზა სუბელიანი - ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, აგერ „ომეგა ჯგუფისა“ და უჩას ჩანაწერების მსგავსად, არავის არაფერი არ დახვედრია. ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა? მე ვიცი, შევხედავ, ძმაო, გვერდში ვჭირდები? გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და .. ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე.

მირზა სუბელიანი - მე ვლაპარაკობ სისულელეებს? პარლამენტში რას გეუბნებიან, რატო ზისო?

ვიქტორ ჯაფარიძე - ეცოდები ვიღაცეებს.. შვილებს ვფიცავარ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%