თარიღი    დრო

პრეზიდენტმა უკვე მიმართა პრემიერს და ეს ნახა მთელმა საქართველომ - ანა ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:13 10.17.2018 272

პრეზიდენტმა უკვე მიმართა პრემიერს და ეს ნახა მთელმა საქართველომ, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნლისტის შეკითხვის [აპირებს თუ არა პრეზიდენტი პრემიერისთვის წერილობით მიმართვას] საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ამ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს ჩანაცვლების განაცხადი აქვს გაკეთებული არაფორმალურ ჯგუფებს, დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული.

„პრეზიდენტმა რომ მიმართა პრემიერ-მინისტრს, ეს ნახა მთელმა საქართველომ. სამწუხაროდ, ამ მიმართვის საპასუხოდ, ჩვენ ვხედავთ მთავრობის მცდელობას უგულებელყოს კონსტიტუცია და ძალიან მძიმე ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, განზე გადგეს და გაექცეს პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანა იმართებოდეს კონსტიტუციური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ კონსტიტუციური ფორმატებით. ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის. ამ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს ჩანაცვლების განაცხადი აქვს გაკეთებული არაფორმალურ ჯგუფებს, დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული. ესეც აჩვენებს რამდენად არაადეკვატურად აფასებენ პასუხისმგებლობის მქონე პირები მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მზადაა, მინისტრთა კაბინეტის სხდომა მოიწვიოს, თუ მთავრობას პრეზიდენტი მიმართავს და არა მისი საპარლამენტო მდივანი.

 



Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%