თარიღი    დრო

ტიტანიკის ჩაძირვა და კენედის მკვლელობა მე დავგეგმე, ახლა ევროპაში ვარ და მედეას მოპარული ოქროს საწმისიც თან მაქვს - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:16 10.17.2018 3761

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილი ვიდეოში ამბობს, ტიტანიკის ჩაძირვა მისი დაგეგმილი იყო, ასევე, კენედის მკვლელობაც მან დაგეგმა, თუმცა დაასწრეს, მაგრამ სამაგიეროდ მოასწრო ივანე მაჩაბლის მკვლელობისა და გაქრობის დაგეგმვა. მისივე თქმით, ის ახლა ევროპაშია, თან აქვს მედეას მოპარული ოქროს საწმისი და 19 მილიარდი.

"დღეს ფარცხალაძის "კანტორამ" რაღაცები ილაპარაკა ჩემზე და მეც მაქვს რაღაც ამბები გასაზიარებელი, ოღონდ ძალიან გთხოვთ, ფარცხალაძეს და ივანიშვილს არ გააგებინოთ. მოკლედ, ხომ გახსოვთ ტიტანიკის ჩაძირვის ამბავი? მე ვაპირებდი ამის გაკეთებას, ყველაფერი მზად მქონდა და მერე ჯინაზე დაეჯახა აისბერგი და აღარ გამომივიდა, ვერ მოვასწარი. კენედის მკვლელობა ხო გახსოვთ? ჩემი დაგეგმილი იყო, საიდანღაც გამოტყვრა მერე ეს ოსვალდი და გინდა თუ არა, მაგან მოკლა. ეჰ, არადა, ყველაფერი მზად მქონდა უკვე. მაგრამ, სამაგიეროდ, მოვასწარი ივანე მაჩაბლის მკვლელობის და გაქრობის დაგეგმვა, მართალია, ნუ, დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ბაბუაჩემ მიშა სააკაშვილს დავავალე და იმან გააკეთა ორგანიზება, იმიტომ, რომ გორელი იყო. სხვათა შორის, ახლა ვიმყოფები ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში, თან მაქვს წამოღებული ოქროს საწმისი, რომელიც მედეამ, კოლხეთის დედოფალმა ჩემი თხოვნით მოიპარა და გამოიტანა. ასევე, მაქვს თან 19 მილიარდი და აქ, ბრიუსელიდან ვგეგმავ ეთიოპიის იმპერატორის ლიკვიდაციას", - თქვა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილია.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%