თარიღი    დრო

შიდა აუდიტის სემინარი

საქართველო, თბილისი - 16:24 10.17.2018 190

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში 15 ოქტომბერს შიდა აუდიტის სემინარი გაიმართა. ღონისძიებაში ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორებთან ერთად მონაწილეობდნენ 13 კომერციული ბანკისა და 10-ზე მეტი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები. 

სემინარი მიზნად ისახავდა საქართველოს საბანკო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების შიდა აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლებას, შიდა აუდიტის როლის გაძლიერებას და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა ორგანიზაციების შიდა აუდიტორთა შორის.

ღონისძიებას ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ექსპერტი, აუდიტის პროფესიონალთა ევროპული ინსტიტუტის დირექტორი, რობერტ კორნელისი უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ცვლილებები შიდა აუდიტის სტანდარტებში, შიდა აუდიტის ხარისხის გარე შეფასების პრაქტიკული ასპექტები, შიდა აუდიტის როლი დაცვის სამხაზიან მოდელში და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის გამოწვევები.

"მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით შიდა აუდიტის პროფესიის განვითარებისა  და  ორგანიზაციების მმართველობითი პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, მამუკა ჯიბუტმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%