თარიღი    დრო

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის პროკურორის განმარტებით, ბრალის წაყენება არჩევნების პერიოდს არ უკავშირდება

საქართველო, თბილისი - 16:21 10.17.2018 166

ცრუ ინფორმაციაა, რომ წინასაარჩევნოდ მოხდა ბრალის წაყენება. არჩევნების პერიოდს ნამდვილად არ უკავშირდება პროკურატურის მიერ ვინმეს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, - განაცხადა ჟურნალისტებთან ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე ძიება 2016 წელს დაიწყო. 

„გამოძიება დავიწყეთ 2016 წლის აგვისტოში. სწორედ ამის შემდეგ ტარდება ყველა ის აქტიური საგამოძიებო მოწმედება, რაც მოცემულ საქმეზე ჩატარდა და 2018 წლის ოქტომბერში დადგა ის მოცემულობა, რომ მომხდარიყო კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა. მოხდა ახალი მტკიცებულებების მოპოვება. მოვიპოვეთ 73 დისკი, რომელთა დათვალიერება მოხდა და ასევე ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩავატარეთ არაერთი საგამოძიებო მოქმედება სხვა ეპიზოდებთან მიმართებაში, თუმცა, საბოლოოდ დადგინდა, რომ ის მოქმედებები, რაც მითითებულია ბრალდებაში, ჩადენილია ამ სამი პირის მიერ.

ცრუ ინფორმაციაა, რომ წინასაარჩევნოდ მოხდა ბრალის წაყენება. არჩევნების პერიოდს ნამდვილად არ უკავშირდება პროკურატურის მიერ ვინმეს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. უფრო მნიშვნელივანია ვისაუბროთ იმ ფაქტებზე და გარემოებებზე, რა მძიმე დანაშაულს ამზადებდნენ ეს ადამიანები, ვიდრე იმ პერიოდზე თუ როდის დაიწყო ბრალდების მხარემ ამ საქმეზე დევნა. საქმის მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვიძიებდით ამ სისხლის სამართლის საქმეს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მოზადების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გიორგი მერებაშვილს შეუფარდა. 

პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერაბაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავა-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%