მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილების ერთ-ერთი შედეგი, შესაძლოა, გახდეს ათონის მთაზე რუსებისთვის ლოცვის აკრძალვა. ეს განცხადება მინსკში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის სხდომის შემდეგ გაკეთდა.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის პრესმდივნის ალექსანდრ ვოლკოვის განცხადებით, მართლამდიდებელ რუსებს აეკრძალებათ ათონის მთაზე ლოცვა.
მისი თქმით, ასეთი იქნება უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გამო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის ურთიერთობის გაწყვეტის შედეგი.
ვოლკოვის თქმით, ათონი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიაა, რომლის ტაძრებშიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მრველი ვერ შეძლებს თაყვანი სცეს და მონაწილეობა მიიღოს ღვთისმსახურებაშ
მინსკში, 15 ოქტომბერს გამართული რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის წევრებმა შეუძლებლად მიიჩნიეს შემდგომში კონსტანტინეპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი. მისივე თქმით, რუსეთის ეკლესიის სინოდი იძულებული გახდა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ილარიონის თქმით, კონსტანტინოპოლი განხეთქილების მომხრე ძალების გვერდით დადგა და საეკლესიო კანონთა ჩარჩოს მიღმა აღმოჩნდა.
„სქიზმატებისა და სხვა ეკლესიის მიერ ანათემას გადაცემული პირების "თანაზიარებაში მიღებას, მთელი მათ მიერ ხელდასხმული "ეპისკოპოსებითა" და "სასულიერო დასით", სხვისი კანონიკური ტერიტორიების მიტაცებას, მცდელობას უკან წაიღოს თავისი ისტორიული გადაწყვეტილებები და მოვალეობები, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო გაჰყავს კანონიკური ველიდან და ჩვენი დიდი მწუხარების მიუხედავად, შეუძლებელს ხდის ვიყოთ ევქარისტიულ კავშირში მის იერარქებთან, სამღვდელოებასა და ერისკაცებთან", - ნათქვამია განჩინებაში.
რუსეთის ეკლესიის, კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმიდა სინოდის 11 ოქტომბრის განჩინებამ გაანაწყენა, რომელშიც საუბარია, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კიევის პატრიარქის ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნისა და იმ სინოდალური გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომლითაც მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმა შეეძლო. ამავე განჩინებით, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ აღადგინა მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია კიევში.