თარიღი    დრო

მანუჩარ მაჩაიძემ მხედველობა დაიბრუნა

საქართველო, თბილისი - 10:51 10.15.2018 231

ხეების შრიალი, ქუჩის ხმაური, ღამის პეიზაჟი, მზე და ვარსკვლავები - მარტივია, აღიქვა სამყარო, როდესაც ყველაფერს ხედავ... მაგრამ თუ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება, იგრძნობ, რომ თვალებში გიბინდდება, ხედვა გიძნელდება, ფოკუსი გერევა და ხვდები, როგორ წყდები რეალობას. ეს განცდა ყველასთვის ნაცნობი ვერ იქნება. მხედველობა ჰაერივითაა, ჰაერივით, რომელიც საარსებოდ გჭირდება. პრობლემა კი მარტივად და მოულოდნელად ჩნდება. მისგან დაზღვეული არ აღმოჩნდა არც თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი, მანუჩარ მაჩაიძე, რომელიც მხედველობის დაკარგვას გადაურჩა. ექიმების გუნდისთვის მადლობას არ იშურებს და ემოციით დატვირთული ჰყვება, თუ რას ნიშნავს ხელახლა დაბადება.

მანუჩარ მაჩაიძე, თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი

ბოლო პერიოდში თვალების მხრივ პრობლემები მქონდა. მხედველობა მიჭირდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. წარმოიდგინეთ, მოულოდნელად ჩემ გარშემო ყველაფერი გაბუნდოვანდა. კონსულტაციისთვის რეგიონული ჰოსპიტლის ოფთალმოლოგიურ ცენტრს მივმართე. მარცხენა თვალში კატარაქტა აღმომაჩნდა. მიხეილ ომიაძის კონსულტაციით, ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე, თუმცა მანამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკურნალობა მომიხდა. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოპერაციიდან გამოსულს მხედველობა 100%-ით აღმიდგებოდა. ეს უდიდესი რამ არის როგორც ჩემთვის, ასევე მორიგი დიდი წარმატებაა მიხეილ ომიაძისა და რეგიონული ჰოსპიტლის მთელი ოფთალმოლოგიური ცენტრისთვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო ექიმების გუნდის პროფესიონალიზმი და გულისხმიერება. თითოეული მათგანი სითბოთი და ყურადღებით მომიდგა. მათი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ.

პაციენტის კმაყოფილებით ბედნიერია მისი მკურნალი ექიმიც. მიხეილ ომიაძე ჰყვება, რომ ასეთივე მხიარული განწყობით გადის რეგიონული ჰოსპიტლიდან მისი პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც ოფთალმოლოგების გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა. დაუბრუნო მხედველობა მას, ვინც სამყაროს ასე კარგად იცნობს, მარტივი საქმე როდია.

მიხეილ ომიაძე - პროფესორი;  რეგიონული ჰოსპიტლის ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი

მანუჩარ მაჩაიძეს კატარაქტის ოპერაცია ულტრაბგერის გამოყენებით, ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით ჩაუტარდა. აღნიშნული მიდგომა საშუალებას იძლევა, პაციენტმა ოპერაციის შემდგომ მხედველობა მაშინვე აღიდგინოს. მანუჩარ მაჩაიძე ბინაზე თვალის შეხვევისა და ნაკერების გარეშე გაეწერა. მხედველობის 100%-ით დაბრუნებით გაკვირვებული და ბედნიერი იყო. ასეთივე კმაყოფილია ჩვენი თითქმის ყველა პაციენტი, ვინაიდან ჩვენს კლინიკაში არსებული უახლესი თაობის სამედიცინო აღჭურვილობა და პროფესიონალთა გუნდი წარმატებული ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. რეგიონულ ჰოსპიტალში კატარაქტის ე.წ. უნაკერო ოპერაცია ყველაზე თანამედროვე, ნაკლებად ინვაზიური და უმტკივნეულო მეთოდით კეთდება, რომელსაც ეწოდება კატარაქტის ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია კუმშვადი ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%