თარიღი    დრო

კოლექტიური ზარდიაშვილისა და მდინარაძის გამო წამოვიდნენ ადამიანები "ქართული ოცნებიდან" - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 16:29 10.14.2018 351

ზუსტად ამ კოლექტიური ზარდიაშვილის და მდინარაძის გამოა რომ ის ადამიანები, ვინც თავის დროზე იბრძოდნენ, წამოვიდნენ "ქართული ოცნებიდან", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც მმართველი გუნდიდან "ევროპულ საქართველოში" კოორდინატორების გადასვლის შესახებ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

მისი თქმით, ეს პროცესი გრძელდება.

„ძალიან კარგია, რომ ჩვენ ვიხილეთ ოცნებისგან საპასუხო ბრიფინგი. როგორც ჩანს მათ გულზე მოხვდათ ის ტენდენცია, რაც მათ შტაბში ხდება. ის, რომ სალომე ზურაბიშვილი მათივე მომხრეებისთვის და მათივე აქტივისტებისთვის არის მიუღებელი. კიდევ უფრო უკეთესია, რომ ამ ბრიფინგის ავტორი იყო ბატონი მამუკა მდინარაძე. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს ბატონი 2016 წელს შეუერთდა ქართული ოცნების გუნდს, ეს ადამიანები არიან პირადად ფარცხალაძის მიერ ჩაწერილი ქართული ოცნების სიაში, როგორც მამუკა მდინარაძე, ასევე ზარდიაშვილი. ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც 2011 წლიდან იყვნენ ქართულ ოცნებაში, რომლებიც ასევე 2014 წლის არჩევნებზე იყვნენ ქართულ ოცნებაში და ზუსტად ამ კოლექტიური ზარდიაშვილის და მდინარაძის გამოა რომ ის ადამიანები, ვინც თავის დროზე იბრძოდნენ, წამოვიდნენ ქართული ოცნებიდან. ამიტომ დაველოდოთ, პროცესი გრძელდება, პროცესი შეუქცევადია, საქართველოს სხვა ბევრი რაიონიდან იგივე პროცესი გრძელდება და მე დავივლი ყველა რაიონს და საზოგადოებას ვანახებ იმ სურათს, რა სურათიც არის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები რუსთავიდან, გარდაბნიდან, დმანისიდან და წალკიდან "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%