თარიღი    დრო

ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:31 10.12.2018 125

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  იური ნოზაძე ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში იმყოფებოდა, სადაც 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებულ ტყის ტერიტორიაზე დარგვის სამუშაოები დაიწყო.

მინისტრის მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ტყის აღდგენის სამუშაოებში მონაწილეობა ახალციხის პროფესიული კოლეჯის „ოპიზარი“ სატყეო საქმის სტუდენტებმაც მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი 4000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ტყის აღდგენის სამუშაოებში  დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება. 

2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტყის აღდგენა  144 ჰექტარზე მოხდება, სადაც,  დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება. დარგვის პროცესი მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

გასულ წელს, ნახანძრალ ტერიტორიაზე  კომპლექსური შესწავლები, მათ შორის, გეოლოგიური და ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა. შედეგებზე დაყრდნობით და ადგილზე განხორციელებული საველე მონიტორინგის საფუძველზე,  ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა ტყის აღდგენის პროექტი მოამზადეს.  პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება.  ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება.

სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%