თარიღი    დრო

საქარველოს ავიაბაზრის TOP-3 კომპანია: Turkish Airlines-ი Georgian Airways-ი და Wizz Air-ი

საქართველო, თბილისი - 12:12 10.12.2018 187

საქარველოს ავიაბაზრის პირველობას სამი ავიაკომპანია ინაწილებს. ავიაკომპანიები Georgian Airways-ი, Turkish Airlines-ი  და Wizz Air-ი  2018 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ბაზრის 11-11%-იანი წილის მფლობელები არიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის 9 თვეში  Turkish Airlines-ი საქართველოს აეროპორტებში 440 ათას 60 მგზავრს მოემსახურა,  Georgian Airways-ი - 433 ათას 805 მგზავრს, ხოლო Wizz Air-ი  425 ათას 991 მგზავრს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბრის 2017 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით Turkish Airlines-ს ბაზრის წილი არ შეუცვლია და ის კვლავინდებურად 11%-ის დონეზე შეინარჩუნა.  

Georgian Airways-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზრის წილი 1%-ით გაზარდა. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ქართული ავიაკომპანიის წილი 10%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება Wizz Air-ს, ის 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ბაზრის 8%-ის მფლობელი იყო, შესაბამისად კომპანიამ მოახერხა და მძაფრ კონკურენციის ფონზე 3%-იანი ზრდა აჩვენა. 2018 წლის 9 თვის მონაცემებით კომპანია საქართველოს ავიაბაზრის 11%-ის მფლობელი და შესაბამისად ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.
2018 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეორე ადგილზეა რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი, რომელიც იანვარ-სექტემბერში  219 ათას 245 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 6%-ის მფლობელია. კომპანიას გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზრის 7%-ი ეჭირა, რას იმას ნიშნავს, რომ 12 თვეში კომპანიის წილი ქართულ ბაზარზე 1%-ით შემცირდა.

გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის %5-იანი წილის მფლობელია Fly Dubai, რომელიც საქართველოს აეროპორტებში 203 ათას 73 მგზავრს მოემსახურა.

ბაზრის 4-4%-იან წილს, რუსული და უკრაინული ავიაგადამზიდავები იყოფენ: Aeroflot-ი, S7-ი და Ukraine International Airlines-ი (FlyUIA).

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, ბაზრის 3-3%-ს აკონტროლებენ Pobeda Airlines-ი და Pegasus Airlines-ი.

2-2%-ს კი ფლობენ Azerbaijan Airlines-ი (AZAL), Belavia, Air Arabia, Air Astana, EL AL Israel Airlines-ი, Zagros Airlines-ი, YANAIR-ი, Lufthansa, LOT Polish Airlines-ი, Qeshm Airlines-ი, Qatar Airways-ი.

2018 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 87%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 13%-ი ეროვნულ ავიაგადამზიდავზე მოდის.

2017 წლის იანვარ-სექტემბრისს სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით კი 90%-ი უცხოურს, ხოლო 10%-ი ადგილობრივ ავიაკომპანიებს ეკავა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 22.55%-ით გაიზარდა.

PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ხშირად არ ნიშნავს იმას, რომ ავიაგადამზიდავს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. უბრალოდ გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%