თარიღი    დრო

გიორგი გახარიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს სამინისტროში „სისტემური განახლების“ ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველო, თბილისი - 09:36 10.12.2018 151

გიორგი გახარიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს სამინისტროში „სისტემური განახლების“ ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს შეხვდა.

 შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ჯორჯ კენტმა, ასევე, ისაუბრეს სახმელეთო საზღვრისა და სანაპირო დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობის საკითხებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს სამინისტროში „სისტემური განახლების“ ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

გიორგი გახარიამ ჯორჯ კენტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%