თარიღი    დრო

გორის მერიასთან ფუნა და საკენკი მიიტანეს

საქართველო, თბილისი - 16:58 10.10.2018 230

გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ გორის მერიასთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით თავზარაშვილის განცხადება გააპროტესტეს და შენობასთან ფუნა და საკენკი მიიტანეს.

მათი თქმით, მერმა ბოდიში უნდა მოიხადოს ან გადადგეს.

აქციის მონაწილეებს მერთან შეხვედრა სურდათ, თუმცა მათ უთხრეს, რომ ის სამსახურში არ იმყოფებოდა. მათი თქმით, ისინი დაელოდებიან სამუშაო დღის დასრულებას და როცა თავზარაშვილი მერიას დატოვებს, მას სირცხვილის კორიდორში გაატარებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გორის მერი ბოდიშს არ მოიხდის, საპროტესტო აქცია მის სახლთან გადაინაცვლებს.

ცნობისთვის, დევნილებთან შეხვედრაზე გორის მერმა თქვა, რომ 2008 წელს პირველი დაბომბვა ცხინვალის მიმართულებით საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. 

„ჩვენთან არავინ არ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ. აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ, ხომ? ჩვენ მერე მეორე დილით გავიგეთ, რომ გავიღვიძეთ რვაში ეს რა ხდებოდა, დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. თქვენ არ იცოდით ჰოო.

ამაზე კითხვას რომ უსმევთ, იმათაც რომ გამოესროლათ ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა?!“, – თქვა გორის მერმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%