თარიღი    დრო

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:31 09.26.2018 116

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ იორკში გაეროს ღონისძიებების ფარგლებში გამართული კონფერენციის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ უმაღლესი დონის დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც ტრანსატლანტიკური სივრცის მომავალს და ჩრდილოანლანტიკური ალიანსის გაფაროების პერსპექტივებს უკავშირდება.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს უსაფრთხოება, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორის განსაკუთრებული წვლილის ხაზგასმა იქნება.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უმაღლესი დონის დისკუსიისას საუბარი შეეხება საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებს: ქვეყნის უსაფთხოების, ოკუიპირებული ტერიტორიების და ზოგადად ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მომავლის შესახებ.

ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტს, ვიზიტის ფარგლებში კომუნიკაცია ექნება თავის კოლეგებთან. დღეს გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტთან ანდრეი კისკასთან გამართავს შეხვედრას.

გიორგი მარგველაშვილი დღესვე ამერიკული ფონდის “Appeal of Conscience Foundation” მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას "2018 Annual Awards Dinner" დაესწრება, რომელიც უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის იმართება.

წლევანდელი ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისიტინ ლაგარდისა და საფინანსო ორგანიზაციის „რიჩმონტი“ თავმჯდომარის ჯოან რუპერტის პატივსაცემად იმართება, რომელსაც მადლენ ოლბრაიტი, ჰენრი კისინჯერი, ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი და სხვა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, კონგრესისა და სენატის, ასევე ბიზნესის წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.

დაგეგმილია ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%