თარიღი    დრო

ირმა ქავთარაძე: საქართველოს დაწინაურება ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში

საქართველო, თბილისი - 15:42 09.26.2018 157

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ტუროპერატორებს საერთაშორისო კვლევების შედეგები გააცნო, რომლის მიხედვით  საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ტურისტულად მზარდი ქვეყნების სიაშია. საერთაშორისო კვლევითი პორტალის,  Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა.

"ავტორიტეტული პორტალის, Numbeo-ს  მონაცემებით,  საქართველომ უსაფრთხო ქვეყანების რეიტინგში ორი ადგილით წინ გადავიდა და ჩვენ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს ვიკავებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ხელს შეუწყობს  საქართველოში უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. აღსანიშნავია, რომ საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი, შვედეთი,  შვეიცარია, ავსტრია და ა.შ. ამ ფონზე ვიმედოვნებ, რომ  საქართველოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა"-განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიში შეაფასა, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული ქვეყანაა. 

"უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას ხელს უწყობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი - გაეროს მსოფლიო  ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველო დასახელდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ.  ეს არის მთელი იმ ღონისძიების შედეგი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებს როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე მთელი მთავრობა.  ასევე ეს არის იმ  ძალისხმევის შედეგი, რომელიც გაწიეს ტუროპერატორებმა, ამ სფეროში ჩართულმა კომპანიებმა და  ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ტურიზმის სექტორში  საქმიანობენ“ - აღნიშნა ქავთარაძემ.

მინისტრის მოადგილემ ტუროპერატორებს ტურიზმის საერთაშორისო დღე მიულოცა, რომელიც 27 სექტემბერს აღინიშნება.    ირმა ქავთარაძის განცხადებით,  ტურიზმის სფეროში შექმნილი დამატებითი ღირებულება 3 მილიარდს აღემატება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია  ჩვენი ეკონომიკისთვის. მისივე თქმით,  ამ სფეროს განვითარება ხელს უწყობს ისეთ მომიჯნავე დარგებს,  როგორიც არის კვების სექტორი, სამშენებლო ინდუსტრია და ა.შ.

სასტუმრო "იოტაში" ტუროპერატორებთან გამართულ  შეხვედრას, სადაც ტურიზმის სექტორში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს, ირმა ქავთარაძესთან ერთად   ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%