რუსთაველის გამზირზე დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა.
ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, პოლიციელებმა მათი მანქანა გააჩერეს და ჩხრეკა განახორციელეს, თუმცა, არ განუმარტეს, რის საფუძველზე ამოწმებდნენ მანქანას.
მისივე თქმით, პოლიციელებმა მათი კარავი წაიღეს.
ზაზა სარალიძის განცხადებით, ისინი აპირებდნენ პარლამენტის შენობის წინ, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად კარვის გაშლას. მისივე თქმით, თბილისის მერიისგან ამის ნებართვა ჰქონდათ, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგელებმა მათ კარავი ჩამოართვეს.
ამ დროისთვის, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან და პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
ადგილზე ელოდებიან სახალხო დამცველის წარმომადგენელს.