სერენა უილიამსი 37 წლის გახდა. ცნობილი ამერიკელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა ჯამეკა უილიამსი 1981 წლის 26 სექტემბერს დაიბადა. ის ისტორიაში შესულია როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი.
ის ერთეულთა თანრიგში დიდი სლემის ტურნირების 7-გზის გამარჯვებულის – ვინუს უილიამსის უმცროსი დაა.
უილიამსს ერთეულებში 23 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 7 უიმბლდონი, 7 ავსტრალიის ღია პირველობა, 6 აშშ-ის ღია პირველობა და 3 საფრანგეთის ღია პირველობა. სლემების რაოდენობით, იგი მხოლოდ მარგარეტ კორტს ჩამორჩება. ამერიკელი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც 10 სლემი აქვს მოგებული ორ სხვადასხვა ათწლეულში და ერთადერთი, რომელმაც ოთხიდან სამი სლემი მინიმუმ 6-ჯერ მოიგო ერთეულთა თანრიგში. 2002–03 და 2014–15 წლებში, უილიამსი ერთდროულად ფლობდა ოთხივე დიდი სლემის ჩემპიონის ტიტულს.
ამერიკელმა ასევე მოიგო 5 წლის შემაჯამებელი ტურნირი, ერთი ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში, 1 ფედერაციის თასი და 2 ჰოპმანის თასი აშშ-ის ნაკრებთან ერთად. ჯამში უილიამსს WTA-ის 72 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. იგი 319 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს.
წყვილებში სერენას ვინუსთან ერთად 14 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 6 უიმბლდონი, 4 ავსტრალიის ღია პირველობა, 2 საფრანგეთის ღია პირველობა და 2 აშშ-ის ღია პირველობა. თავის დასთან ერთად, სერენამ ასევე 3-ჯერ მოიგო ოლიმპიური ოქროს მედლები. იგი 8 კვირის განმავლობაში იკავებდა წყვილთა რეიტინგში პირველ ადგილს.
უილიამსს ასევე 2 დიდი სლემის ტურნირი აქვს შერეულ წყვილებში მოგებული – 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა ბელარუს მაქს მირნისთან ერთად.
მან ასევე მოიგო 5 წლის შემაჯამებელი ტურნირი, ერთი ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში, 1 ფედერაციის თასი და 2 ჰოპმანის თასი აშშ-ის ნაკრებთან ერთად. ჯამში უილიამსს WTA-ის 72 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. იგი 319 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს.