თარიღი    დრო

მამუკა ბახტაძე - აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა

საქართველო, თბილისი - 21:32 09.24.2018 173

მერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე. არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე ჩვენი ურთიერთობა და ასეთი ორიენტირებული კონკრეტულ შედეგებზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და იმ პირობებში და პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პირობებში საქართველომ შეძლო, რომ ეს ურთიერთოიბები კიდევ უფრო გაგვეღრმავებინა და აგვეყვანა კიყველაზე მაღალ დონეზე.

„დამოუკიდებლობის დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობის გვერდით და რა თქმა უნდა, ძალიანს სასიხარულოა, რომ დღეს ეს ურთიერთობა არის ყველაზე მაღალ დონეზე, შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები ყველა მიმართულებით. მე ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი, რომელიც მიუთითებს იმ ძალიან დიდ პროგრესზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენს ამერიკელ გოლეგებს კარგად ესმით, თუ როგორი რთულია, ქვეყანა გყავდეს განვითარების ასეთ მაღალ ტრაექტორიაზე, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს სისტემური აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არის გამოწვევებით აღსავსე გზა, მაგრამ სწორედ ჩვენი მეგობრობა და ჩვენი პარტნიორობა იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ეს გამოწვევები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაშ ხუთი საკანონმდებლო აქტის მიღება მოხდა, სადაც ერთმნიშვნელოვნად მხარდაჭეილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ნახსენებია ის აგრესია და ოკუპაცია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოში ახორციელებს.

„მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან კანონს ბიუჯეტის შესახებ, სადაც ნათლად არის ასახული აშშ-ის მკვეთრი რეაქცია ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ძალიან კონკრეტული გზავნილები, ეს არის ძალიან კონკრეტული დახმარება და მე კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს, მის ადმინისტრაციას და მისი გუნდის ყველა წევრს ასეთი ერთგული დახმარებისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%