თარიღი    დრო

ოქტომბერში საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა იგეგმება

საქართველო, თბილისი - 21:22 09.24.2018 128

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბოიკო ბორისოვს შეხვდა.

მხარეებმა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტრანსპორტის მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და შავი ზღვით სატვირთო გადაზიდვების გაზრდის პოტენციალზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რაც სავაჭრო-ეკომონიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. პრემიერმა ბულგარეთს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბულგარელი კოლეგა თბილისში მიიწვია.

საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა სამშვიდობო ინიციატზივებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ბულგარელი მონიტორების ჩართულობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%