საქართველო-ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ევროპული და ევროატლანტიკურიინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერაზე ისაუბრეს საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმაგაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
მამუკა ბახტაძემ და იური რატასმა ხაზი გაუსვეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებშინაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნისევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მნიშვნელოვან მხარდაჭერას აფასებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესტონეთი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა, ბევრიმიმართულებით საქართველოსთვის სამაგალითოა. პრემიერმა ისაუბრა მთავრობის მიერ დაგეგმილრეფორმებზე, რომლებიც განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ინოვაციების დანერგვას, ადამიანურიკაპიტალის განვითარებას, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და ეკოლოგიის გაჯანსაღებასგულისხმობს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გააქტიურებისა და საქართველო-ესტონეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის პერსპექტივა.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასდა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთს ქვეყნისტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.