თარიღი    დრო

"ნაციონალური მოძრაობა" ძველი მეთოდებით ცდილობს კონკურენტებთან ბრძოლას, რაც მათ წარსულში ჩარჩენას ადასტურებს - კალაძე

საქართველო, თბილისი - 18:05 09.24.2018 191

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ხელისშეშლასა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში, რომ არა ერთი პარტია - "ნაციონალური მოძრაობა".

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ძველი მეთოდებით ცდილობს კონკურენტებთან ბრძოლას, რაც მათ წარსულში ჩარჩენას ადასტურებს.

"ვხედავთ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ისინი ყოველდღე ცდილობენ ხელი შეუშალონ კონკრეტულ კანდიდატს საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში. ისინი ცდილობენ შეხვედრების ჩაშლას, შეურაცხყოფების მიყენებას პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. ეს მათი სტილია, რადგან ჩარჩენილნი არიან წარსულში. ეს პარტია რასაც აკეთებდა 2012 წლამდე, იგივე მეთოდებით, სიცრუით, შანტაჟით, შავი პირით აგრძელებს მუშაობას. საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავტოვოთ წარსულში და არ გამოვიდნენ იქიდან, სადაც არიან", - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%