თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის 2 ოთახი.
წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 20 კვ.მ ფართობი.
უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.