თარიღი    დრო

მეუფე იაკობი საპატრიარქოს გავრცელებულ წერილზე: ვინ დაწერა ვერ ვიცანი

საქართველო, თბილისი - 21:57 09.22.2018 115

ბოდბელი ეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ილია მეორე სასულიერო პირებს სიმშვიდისკენ და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მეუფე იაკობი შაბათის კურიერთან აცხადებს, რომ აღნიშნული წერილთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო არც თავად და არც პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო.

მეუფე რუსთავი2-თან აცხადებს, რომ ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა, არც პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ხელწერას არ ჰყავს.

მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ უცნობია, ვინ დაწერა აღნიშნული ტექსტი, თუმცა, დარწმუნებულია, რომ პატრიარქი ამ განცხადებას იზიარებს.

„ვინ დაწერა, ვერ ვიცანი. პატრიარქი ვიცით, აბსოლუტურად, გრამატიკულად საუბრობს, ჩვენც ხშირად ჩაგვისწორებს ხოლმე საუბარში ბევრ რამეს. შეიძლება, თქვა და სხვამ მასე დაწერა, მაგ სიტყვებით დაწერა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე არ გამორიცხავს, რომ უწმინდესთან მთავრობის შუამავალი მისულიყო.

„მაგ განცხადებას პატრიარქი ემხრობა, მაგ თემაზე ვისაუბრე პატრიარქთან და განცხადება თვითონ, სიტყვები შეიძლება არ ჰგავდეს, მაგრამ პატრიარქის გულიდან ამოსულია,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%