თარიღი    დრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი UNEP-ის მენეჯერს ერსინ ესენს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:28 09.22.2018 109

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მენეჯერს, ერსინ ესენს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა გარემოსდაცვითი მიმართულების პრიორიტეტულობის საკითხზე და ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე, ბიომრავალფეროვნების და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე ერსინ ესენმა მინისტრს პროექტის „მიწის რესურსების მდგრადი მართვა“ ანგარიში წარუდგინა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოში ქარსაფარი ზოლების მდგომარეობის და მიწის დეგრადაციის კუთხით  მიღწეული პროგრესის საკითხებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი „მიწის რესურსების მდგრადი მართვა“ მომავალ წელს სრულდება, თუმცა იწყება ახალი პროექტი  „Greenland.ge“, რომელიც  მწვანე ეკონომიკის განვითარებაში მიწების მდგრადი მართვის დანერგვას ითვალისწინებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%