თარიღი    დრო

ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორის განცხადებით, ახალი გარემოებები დადგინდა, რაც ვიდეოჩანაწერის სპეცმონტაჟებზე პირდაპირ მიუთითებს

საქართველო, თბილისი - 17:00 09.21.2018 372

ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორის, გიორგი ოსაძის განცხადებით, დამატებით ახალი გარემოებები დადგინდა, რაც ვიდეოჩანაწერის სპეცმონტაჟებზე პირდაპირ მიუთითებს.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ყოფილი ოცმეთაური, რომელმაც განმარტა, რომ იგი შეტყობინების მიღებიდან წერეთლის გამზირზე მივიდა. მისვლისას უკვე დახვდა დაკავებული პირები, ანუ დასრულებული იყო საგამოძიებო მოქმედებები. მან განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ 5 წუთი დაჰყო, რის შემდგომაც ტერიტორია დატოვა.

გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზევე დაიწყო დაცვის მხარის მიერ მოყვანილი მოწმის, ექსპერტის დაკითხვა, რომლის მიერაც გაცემულია ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა. მოწმის დაკითხვა სასამართლოს მიერ გამოყოფილ პერიოდში ვერ მოესწრო, თუმცა, დაცვის მხარის კითხვებზე მან განაცხადა, რომ მას კვლევა 2013 წელს აქვს ჩატარებული. აღნიშნულის შემდეგ, პროგრამების განახლება, ტექნოლოგიების განვითარება მოხდა. თუ ახლიდან ჩატარდება ექსპერტიზა იგივე საკვლევ ობიექტზე, შესაძლოა განსხვავებული გარემოებები გამოვლინდეს, მაგრამ არამც და არამც, ექსპერტს არ უთქვამს, რომ ის წყვეტა, რაც ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია და მასაც აქვს დაფიქსირებული, რომ ახალი ტექნიკური საშუალებით, შეიცვლებოდა. ექსპერტმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელია დამატებით სხვა ხარვეზები დადგინდეს.ეს შეიძლება მონტაჟი იყოს, ეს შეიძლება სპეცეფექტი იყოს.

რამდენიმე პროცესის წინ დაიკითხა ასმათ მატუშევსკაია. 2018 წლის პროგრამებით, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, ჩაატარა ექსპერტიზა და იმ წყვეტებთან, რომელიც ლაშა აბულაძეს აქვს გაცემული, დამატებით დადგინდა ახალი გარემოებები, რაც პირდაპირ მიუთითებს წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის სპეცმონტაჟებზე", - აცხადებს ოსაძე.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
საქმეზე ბრალდებულია 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული.

ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%