თარიღი    დრო

„ევროპული საქართველოს“ წევრები სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 16:24 09.21.2018 203

„ევროპული საქართველოს“ წევრები სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დატოვებს დარბაზი, სწორედ იმის გამო, რომ მათ პასუხი არ აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე.

„ჩემს კითხვაზე, თუ რა პოზიციას დააფიქსირებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები რეკომენდაციებთან დაკავშირებით, პასუხი არის ის რაც დარბაზში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დატოვებს დარბაზი, სწორედ იმის გამო, რომ მათ პასუხი არ აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე. ისინი გაიქცნენ დარბაზიდან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ბუნებრივი ამბავია, რადგან დადგენილებაში წარმოდგენილი რეკომენდაციების საპირისპირო არგუმენტები არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მდინარაძე ამ წუთებში დეპუტატებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ დადგენილებას წარადგენს.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის დადგენილების პროექტის განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%