თარიღი    დრო

ამბროლაურის აეროპორტში სრულმასშტაბიანი წვრთნა ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 14:01 09.21.2018 110

ამბროლაურის აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება“ პირველად გაიმართა. აქამდე აეროპორტში მხოლოდ საშტაბო-თეორიული სწავლებები იმართებოდა. ,,ამბროლაური 2018“ -ის სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტისა და ამბროლაურის აეროპორტის პერსონალმა, საქაერონავიგაციის წარმომადგენლებმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურმა, ასევე,  სახანძრო და სამედიცინო სამსახურებმა.

სცენარის მიხედვით, ამბროლაურის აეროპორტში რეკავს ანონიმური პირი, რომელიც თანამშრომლებს   აეროპორტის ტერმინალში ნაღმის არსებობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. რის შემდეგაც შეიკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი და აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. სწავლება "ამბროლაური- 2018“-ის მიზანია ფეთქებადი მოწყობილობის აღმოჩენა და მისი განეიტრალება.

სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ გაიმართა დასკვნითი ბრიფინგი, რომელიც  ამბროლაურის აეროპორტის საავიაციო უშიშროების მენეჯერმა დავით ბუხრაშვილმა გამართა და სწავლების შედეგები შეაჯამა.

,,ჩვენს აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება პირველად გაიმართა. რადგან ამბროლაურის აეროპორტი ჯერ მხოლოდ წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს და აქამდე საავიაციო უშიშროების კუთხით მხოლოდ საშტაბო-თეორიული სწავლებები იმართებოდა. მსგავსი სახის სწავლების მიზანი აეროპორტში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული,-‘’განაცხადა დავით ბუხრაშვილმა.

საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლებები პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. მსგავსი სახის სწავლება სექტემბრის დასაწყისში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში გაიმართა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%