ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის შეზღუდვა 1 წლით გადავადდა. როგორც დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მოხდა მძღოლების მოსაზრების გათვალისწინება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბრძანების ერთი წლით გადავადებაზე.
„ერთი წლის შემდეგ სხვა ტიპის შეზღუდვა იქნება, რომელზეც მძღოლებთან კონსულტაციას გავივლით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.