თარიღი    დრო

აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის შესახებ - ნინო წილოსანი

საქართველო, თბილისი - 18:27 09.18.2018 199

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, ჩოხატაურში საპენსიო რეფორმის შესახებ საჯარო შეხვედრა გაიმართა.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის ამოქმედება, ანუ საპენსიო დანაზოგების შეგროვების და კონტრიბუციის ეტაპი საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.

„ამ ეტაპზე აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის საჭიროების, სარგებლისა და რისკების შესახებ; NDI-ის კვლევის თანახმად კი, რომელიც 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, მოსახლეობის 51%-მა არაფერი იცის საპენსიო რეფორმის შესახებ, რომელიც უკვე ძალაშია.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ შეხვედრის ორგანიზება, სადაც გურიის მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია ძველი და ახალი საპენსიო სისტემების ასპექტებზე, სავალდებულობის კომპონენტზე, იმ მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საპენსიო აქტივების დაცულობას. რაც მთავარია, ხალხს მიეცა საშუალება, თემის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხები კომპეტენტური პირებისგან მიეღო", - აღნიშნავს ნინო წილოსანი.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%