თარიღი    დრო

მირზა სუბელიანის ადვოკატი მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმებას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 17:24 09.18.2018 267

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ადვოკატი, ინგა ჩალაური მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმებას არ გამორიცხავს. აღნიშნული განცხადება მან პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.

„საპროცესო შეთანხმების შესახებ, მოლაპარაკება ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება შედგეს“, - აცხადებს ჩალაური.

დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდაოდ სცნო, ადვოკატები მხოლოდ ერთ ნაწილში არ დაეთანხმნენ სახელმწიფო ბრალდებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ამ ეტაპზე არ დაუდია არცერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც მირზა სუბელიანის ქმედებაში ახალი დანაშაულის ნიშნებს გამოკვეთდა. შესაბამისად, მას კვლავ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება მხოლოდ და მხოლოდ ბრალი. მისი პოზიციაც ასევე უცვლელი გახლავთ, თავს დამნაშავედ სცნობს. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაგვიხდია გარდა ერთი მოწმისა. მისი გამოკითხვის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის იმ მტკიცებულებებთან, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

არის მთელი რიგი გარემოებები, რომლის გამოკვლევაც არსებითი განხილვისას მოხდება“, - აცხადებს ჩალაური.

დღევანდელ სხდომაზე, სასამართლომ გადასინჯა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის მართლზომიერება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთებული პოზიცია და ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%