თარიღი    დრო

Wizz Air-ი ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებას ამატებს

საქართველო, თბილისი - 16:49 09.18.2018 898

Wizz Air-ი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით მეოთხე დანიშნულების პუნქტს ამატებს. ვარშავას, ვროცლავისა და კატოვიცეს შემდეგ, Wizz Air-ი ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით იფრენს.

ავიაკომპანიის საიტზე ახალი მიმართულება უკვე დამატებულია. აღნიშნულ  მარშრუტზე Wizz Air-ი ოპერირებას 2019 წლის 2 აპრილიდან შეუდგება. ქუთაისი-გდანსკი-ქუთაისის მიმართულებაზე რეისები ყოველ სამშაბათს და შაბათს განხორციელდება.

თუ რა ეღირება ავიაბილეთები, აღნიშნულის შესახებ Wizz Air-ის საიტზე ამ დროისათვის ინფორმაცია არ იძებნება.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%