თარიღი    დრო

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა - ბესიკ ქვარცხავა

საქართველო, თბილისი - 16:48 09.18.2018 215

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობა შეეფარდა. როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, სასამართლომ ბრალდების მხარის დასაბუთებული პოზიცია სრულიაგ გაიზიარა.

„დღეს გაიმართა წინა სასამართლო სხდომა ბრალდებულ მირზა სუბელიანის მიმართ, რომელსაც ბრალი ედება დანაშაულის შეუტყობინებლობაში. დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ბრალდებულის მიმართ შესაძლოა, გამოტანილ იქნას გამამტუყნებელი განაჩენი და საქმე გადაეცა სასამართლოს არსებითად განხილვის მიზნით.

ამავე სხდომაზე, სასამართლომ გადასინჯა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის მართლზომიერება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთებული პოზიცია და ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა“, - განაცხადა ქვარცხავამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%