თარიღი    დრო

სატვირთო მანქანების მძღოლები ფინანსთა მინისტრს ვადას ხვალ საღამომდე აძლევენ

საქართველო, თბილისი - 16:03 09.18.2018 249

სატვირთო მანქანების მძღოლები, რომლებიც ხორბლის სახმელეთო იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ფინანსთა მინისტრს ვადას ხვალ საღამომდე აძლევენ.

ლილოს ტერიტორიაზე, ტერმინალთან მიმდინარე აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ აკრძალვის გადაწყვეტილება არ შეიცვლება, აქციები მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ერთ-ერთი მძღოლის, ჯუმბერ ლომიძის განცხადებით, ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში, ამდენი ხალხის ულუკმაპუროდ დატოვებას ისინი არ შეეგუებიან. 

"არ დავიშლებით, ვიდრე ჩვენსას არ მივაღწევთ. მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ლაპარაკობენ და ახლა მცირე ბიზნესს ართმევენ ხალხს. ვიღაცამ დაინახა, რომ ამდენი მანქანა მიდი-მოდის, იფიქრა კარგი საქმეა, მოდი ჩვენ გავაკეთოთო და ასრულებენ ახლა ამას. მთავრობის ლობირების ქვეშ ხდება ეს ყველაფერი", - განაცხადა ლომიძემ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ ბიზნესში ჩართულია სულ ცოტა 10 000 ადამიანი, რომლებიც უსახსროდ რჩებიან. 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%