თარიღი    დრო

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების პრინციპი შეიცვლება

საქართველო, თბილისი - 13:55 09.15.2018 455

2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების პრინციპი შეიცვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ანაზრაურების ახალი სისტემა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რომლის თანახმადაც პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს დაფინანსების მოცულობას.
სამუშაო შეხვედრაზე DRG სისტემის უპირატესობებსა და მოსალოდნელი შედეგებზე ინფორმაცია, საპილოტედ შერჩეული კლინიკების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვენელმა პირებმა და ჯანმოს ექსპერტებმა მიაწოდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს კონსულტაციას უწევს DRG სისტემის დანერგვის პროცესში. აღნიშნული სისტემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება. როგორც ჯანმოს ექსპერტებმა აღნიშნეს, დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი უფრო ხარჯეფექტური, გამჭვირვალე და ფინანსური თანასწორობის ხელშემწყობი იქნება. DRG სისტემა ხელსშეუწყობს პაციენტებისთვის მომსახურების უფრო ეფექტიანად მიწოდებასა და რესურსების უკეთეს განაწილებას.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%