თარიღი    დრო

მოწმემ თქვა, მე ვარ ბაშალეიშვილის ეკიპაჟის წევრი და დიახ, იქ იარაღები იყო, არავის არაფერი დაუდგამსო - გურამ დონაძე

საქართველო, თბილისი - 18:50 09.12.2018 264

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, გურამ დონაძე აცხადებს, რომ დღეს გამოკითხულმა მოწმემ, ყოფილმა პატრულ-ინსპექტორმა, ლევან ლობჯანიძემ სასმართლოს სწორი ინფორმაცია მიაწოდა. 

"2013 წელს ამ ადამიანმა თვითნებურად ჩაატარა პრესკონფერენცია და თქვა, ეს ის კადრებია, სადაც იარაღები იყო და ცრუ ჩვენება დავწერეო. იცოდა, რომ ამისთვის სასჯელი იყო, ციხეში მიდიოდა, მაგრამ შეგნებულად გადადგა დღევანდელმა მოწმემ ეს ნაბიჯი და მაშინვე თქვა, ვიცი ჩვენების შეცვლისთვის დავისჯები, მაგრამ ჩვენებას ვცვლი, რადგან იქ იარაღები იყოო. 

დღეს ამ მოწმემ სასამართლოზე განაცხადა, გასროლისას იქ ვიყავი, მე ვარ ბაშალეიშვილის ეკიპაჟის წევრი და დიახ, იქ იარაღები იყო, არავის არაფერი დაუდგამსო. ეს როგორც კი გაიგო დაზარალებულმა მხარემ, დარბაზში ერთი ამბავი ატეხა, ეს მათი ასეთი სტილია", - აცხადებს დონაძე.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%