თარიღი    დრო

თორნიკე რიჟვაძე „ველმონდზე“: ხარვეზები და ნაკლოვანებები უახლოეს პერიოდში გამოსწორდება

საქართველო, თბილისი - 12:30 08.17.2018 147

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, სასტუმრო „ველმონდთან“  დაკავშირებით ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

სასტუმრო ''ველმონდში'' დასაქმებულები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ხელფასს. 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სასტუმროებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა იყოს, ეს არის მთავარი მოთხოვნა.

​''რაც შეეძლება ხარვეზებს და ნაკლოვანებებს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა კომპანიას, უახლოეს პერიოდში გამოსწორდება, შემდეგ დავსხდებით და ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება გააგრძელოს აღნიშნულმა ბიზნეს ოპერატორის საქმიანობა'' - ამბობს მთავრობის თავმჯდომარე. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მდებარე სასტუმრო ''ველმონდს'' სტუმრები ტოვებენ. 

როგორც „ველმონდის“ ადვოკატი აჭარის ტელევიზიასთან საუბარში აცხადებს, სასტუმროს ექსპლუატაციის შეჩერების შემდეგ  უსწრაფესად, უწყებასთან კოორდინირებული მუშაობით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაციას შეასრულებენ.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციით სასტუმროში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვამლსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობა რჩება. სტუმრები სხვადასხვა სასტუმროში გადაჰყავთ.

სასტუმრო ''ველმონდი'' დღეს 18:00 საათზე დაიხურება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%