თარიღი    დრო

სასტუმრო ''ველმონდს'' სტუმრები ტოვებენ

საქართველო, თბილისი - 12:25 08.17.2018 191

ბათუმში მდებარე სასტუმრო ''ველმონდს'' სტუმრები ტოვებენ. ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაციას სტუმრების შენობიდან გასაყვანად 6 საათი რჩება.

როგორც „ველმონდის“ ადვოკატი აჭარის ტელევიზიასთან საუბარში აცხადებს, სასტუმროს ექსპლუატაციის შეჩერების შემდეგ  უსწრაფესად, უწყებასთან კოორდინირებული მუშაობით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაციას შეასრულებენ.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციით სასტუმროში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვამლსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობა რჩება. სტუმრები სხვადასხვა სასტუმროში გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ''ველმონდი'' დღეს 18:00 საათზე დაიხურება.

ფოტო: აჭარის ტელევიზია




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%