თარიღი    დრო

ჩვენ ღია ვართ შევხვდეთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას - ანა ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 19:06 08.16.2018 304

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციების ფარგლებში, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა" წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

ოპოზიციური ფრაქციის წევრებთან შეხვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.

მხარეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე, პროცესსა და მოდელებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო დღეს მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.

„გრძელდება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით. ამჯერად ეს შეხვედრა იმართება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან. ჩვენ, ასევე ღია ვართ შევხვდეთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას. უკვე დავფარეთ საზოგადოებრივი ჯგუფების დიდი ნაწილი და პროცესი გრძელდება იმ მიზნით, რომ შეირჩეს საუკეთესო კანდიდატი ღია, გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით ეს უკვე რიგით მეექვსე შეხვედრაა.

აღინიშნა, რომ კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ დღეს კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, მმართველი გუნდის უარის მიუხედავად, კონსულტაციის ნებისმიერ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც შედგეს შეხვედრა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%