თარიღი    დრო

ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს პირველ რიგში დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:45 08.16.2018 226

პარლამენტმა წინა სესიაზე დაამტკიცა სამშვიდობო ინიციატივა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკა, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა და ვმოქმედებთ ბუნებრივია ამ პრიორიტეტების შესაბამისად. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულა, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან. ეს იქნება ამოსავალი წერტილი, ეს არის ურყევი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმოქმედებთ,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერმინისტრის, სერგეი შამბას მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

მისივე თქმით, ქართული მხარის ინიციატივას განვითარდეს ურთიერთობები ადამიანებს შორის რუსეთი ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.

„ჩვენი პრიორიტეტია ზოგადად, რა თქმა უნდა, ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, განვითარება. სამწუხაროდ, ამ ურთიერთობებს ექმნება ხელოვნური ბარიერი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის დღევანდელი რეალობა. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმლურად განვითარდეს ადამიანებს შორის ურთიერთობები იმისათვის, რომ აღსდგეს ნდობა ჩვენს შორის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%