თარიღი    დრო

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ხედავენ, რომ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას მათთვის წინსვლა არ მოაქვს - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 17:52 08.16.2018 181

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ხედავენ, რომ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას მათთვის წინსვლა არ მოაქვს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ჩვენი სუვერენიტეტი დაცული და გარანტირებული იყოს.

„საქართველოს საზღვრები არის აღიარებული და ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ფორმატები, სადაც საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერა აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან პოლიტიკას და ვფიქრობ, მაშინვე, როგორც კი ოკუპაცია დასრულდება, საქართველო კიდევ უფრო მტკიცე და ჩქარი ტემპით განაგრძობს განვითარებას. განწყობა, რომელიც არის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან იქ უბრალო ადამიანები ხედავენ, რომ იმ მილიტარისტულ რიტოტიკას და საოკუპაციო პოლიტიკას, რომელიც რუსეთს აქვს, მათთვის არ მოაქვს წინსვლა და განვითარება მაშინ, როდესაც ჩვენი ინიციატივით – ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, მთლიანად ვუზიარებთ ჩვენს აფხაზ ძმებს როგორც სოციალურ, ასევე საგანანათლებლო და ეკონომიკურ პროგრამებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%