თარიღი    დრო

პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:00 08.16.2018 813

პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტობის შემთხვევაში ის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იბრძოლებს.

„პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები. არ შეიძლება, პირველი ქალი პრეზიდენტი ქალების პრეზიდენტი არ იყოს. დიდი ხანია, ჩვენს ისტორიაში მსგავსი ფაქტები არ მომხდარა. საზოგადოების იმ ნაწილზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც დღეს, ქვეყანაში უმრავლესობასა და ძალიან აქტიურ ნაწილს წარმოადგენს. ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა გაჩნდა, რაც დამანგრეველია არა მხოლოდ სტატისტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი კულტურის დანგრევაა. ეს არის ის, რაც არასოდეს ხდებოდა და დღეს მზარდია. ამას მიხედვა სჭირდება, ამ საკითხის მიმართ ყურადღებით ვიქნები და ვისაც ეს საკითხი აწუხებს, მივიღებ და მათთან ერთად ვიმუშავებ იმაზე, ამის წინააღმდეგ ქვეყნის პოლიტიკა რა უნდა იყოს. ამ ყველაფერს მთავრობას მედიტორის როლით გადავცემ, რათა საჭირო ზომები მივიღოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%