თარიღი    დრო

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 14:01 08.16.2018 165

ერთადერთი გზა საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება და ისაა, რაც უფრო მეტ აფხაზ თანამოძმეს დააფიქრებ და ათქმევინებს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და  გვქონდეს საერთო ძლიერი საქართველო, რომელშიც ყველანი ძლიერები ვიქნებით, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს.

„ალბათ, ყველას გვაინტერესებს, რამ გამოიწვია ამ განცხადების გაკეთება და ამას აუცილებლად ჩავუღრმავდებით, მაგრამ ფაქტია, რომ რაც არ უნდა შეეცადოს ოკუპაციას და ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას რუსეთის ფედერაცია, კატასტროფა, რასაც ცხინვალში და აფხაზეთში ახორციელებს, ყოველთვის იქნება შესაბამისად აღქმული ჩვენი თანამოძმეების მხრიდან. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს და მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%