თარიღი    დრო

ნუცუბიძის IV მიკრორაიონში ახალი სკვერი ეწყობა

საქართველო, თბილისი - 12:58 08.16.2018 167

ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის 24-ე კორპუსის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ტერიტორიაზე სავალი ბილიკები უკვე მოპირკეთდა, განახლდა ამფითეატრი, დაიდგა ახალი სკამები და სანაგვე ურნები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.

სამუშაოების ფარგლებში, სკვერი ბუჩქოვანი მცენარეებითა და ვერცხლისფერი ნაძვებით გამწვანდება.

„სხვადასხვა პროექტის დაგეგმარების დროს და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, ადგილობრივ მცხოვრებლებს ხშირად ვხვდებით და პროექტის დეტალებზე, ინვენტარის ადგილმდებარეობასა და სხვა საკითხებზე ვთანხმდებით. აღნიშნული სკვერის მოწყობაშიც მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასასვენებელი სივრცე მათთვის ეწყობა. ასევე, უმნიშვნელოვანესია ამ სივრცის გამწვანება და მიხარია, რომ სხვადასხვა ბუჩქოვან მცენარესთან ერთად, ამ და რამდენიმე სხვა სკვერშიც ულამაზესი ვერცხლისფერი ნაძვები დაირგვება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

სკვერის მოწყობის პროექტის ღირებულება 130 000-მდე ლარს შეადგენს. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ინტერტექნოლოგი“ ახორციელებს.

ამავე ტერიტორიაზე, 28-ე და 29-ე კორპუსების დამაკავშირებელი კიბეც აშენდა. ამ დროისთვის კი, საფეხმავლო ბილიკის მოწყობა მიმდინარეობს.

ვაკის რაიონში შვიდი სკვერის განახლება და მოწყობა უკვე განხორციელდა. მიმდინარე წელს, დამატებით ათზე მეტი სკვერისა და შიდა ეზოს კეთილმოწყობაა დაგეგმილი.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%