ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მეჩესლავ დალფონსის სახლში საინფორმაციო ცენტრის განთავსება იგეგმება. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში აღნიშნულ კონცეფციაზე უკვე მუშაობენ. სახლი ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია. 31 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ შენობას უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. მეჩესლავ დალფონსი ფრანგი მოგზაური იყო. ის მე-19 საუკუნის 80-ან წლებში მოღვაწეობდა და ჩაქვის მახლობლად საკუთარი ბაღი ჰქონდა.
1987 წელს ბაღი საუფლისწულოს მიჰყიდა და ის მწავნე კონცხზე გადასახლდა, სადაც მცირე რივიერამოაწყო, მანვე უწოდა ამ ტერიტორიაას მწვანე კონცხი. დელფონსმა საფრანგეთიდან იშვიათი დეკორატიული მცენარეები: პალმები, კედრები, ფიჭვები ჩამოიტანა და გააშენა. მის სახელს უკავშირდება ბოტანიკური ბაღის ე.წ.-ლი ქვედა პარკის გაშენება.