თარიღი    დრო

​სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო

საქართველო, თბილისი - 11:20 08.11.2018 109

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა რისკ-ზონების მონიტორინგს.

​11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შემოსულა.

​სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია.

​პრევენციის მიზნით, გუშინ ღამე ორი სოფლის წყემისა და ზანათის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისა მობილიზებულები არიან იმერეთის რეგიონისა და თბილისის თანამშრომლები.

​აჭარის ა/რ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ შემოსულა. შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%