თარიღი    დრო

საქმე ან ვერ გამოიძიეს, არაპროფესიონალები არიან, ან ჭანტურია მეწილეებმა მოიშორეს - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 19:14 08.09.2018 403

ორი ვერსია გვაქვს: ერთი ვერსიით, საქმე  ვერ გამოიძიეს, არაპროფესიონალები არიან. მეორე ვერსიით, ჭანტურია მეწილეებმა მოიშორეს და დირექტორის მეშვეობით დაგეგმეს ეს დანაშაულებრივი ქმედება, - ასე გამოეხმაურა „ჯი-ეიჩ-ენთან“ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიასთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენას მისი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე.

როგორც ის განმარტავს, ჭანტურია თავს დამნაშავედ წარდგენილ არცერთ ბრალში არ სცნობს.

„ბრალდებული წარდგენილ არცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. მოგეხსენებათ, მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ზღვა მასალა არის წარმოდგენილი გიორგი ჭანტურიას სისხლის სამართლის საქმეზე, არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რომლითაც შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ აღნიშნული საქმე გიორგი ჭანტურიამ ჩაიდინა.

საქმეში მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე პიროვნებაა, რომლებიც საიდან გააჩინეს არ ვიცი, ისინი ამბობენ, რომ გიორგი ჭანტურია ამა და ამ დროს, ამა და ამ საათებში იყო იქო“, - დასძენს კობაიძე.

რაც შეეხება ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვიტაც, ის გამოძიებას ენდობა და ვარაუდობს, რომ ქუთათელაძე სწორედ ჭანტურიას მიერაა მოკლული, აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატი აცხადებს, რომ დირექტორს ჩვენება 5-ჯერ აქვს შეცვლილი და ის სანდო ვერ იქნება.

„დირექტორს ჩვენება 5-ჯერ აქვს შეცვლილი, ეს კაცი არაადეკვატურია. თავიდან ამბობდა, როგორი კარგი კაცი იყო გიორგი და რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა მოკლულთან. თვითონ ამბობდა, რომ ცხონებულ გარდაცვლილს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ებრაელ მეწილეებთან. მეორედ რომ დაიბარეს, ჩვენება ცოტა შეაცვლევინეს, მესამედ, უფრო გააუარესებინეს, მეოთხეჯერ, საერთოდ გადაუარა ჭანტურიას, მეხუთედ ხომ საერთოდ, გადაუარა. ამ ადამიანის ჩვენება არ უნდა გაიზიარონ.

ჭანტურიას აქვს ეჭვი, რომ შესაძლებელია მასზე ხელის შეწმენდა ხდებოდეს, ასევე ფიქრობს, რომ შესაძლებელია, როგორც პარტნიორი, ისე მოიშორეს საქმიდან. ვინც ძალიან აქტიურობს, ის არის თავი და თავი. მთავარი მოწილეები უნდა მოიშოროს და თვითონ დარჩეს დირექტორი. ახლა ვეღარავინ აკონტროლებს, როგორც უნდა ისე დაგეგმავს ყველაფერს“, - აცხადებს კობაიძე.

გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%