თარიღი    დრო

საქართველოს წინააღმდეგ მზადდება უბოროტესი პროვოკაცია - ზარი ვლადიკავკაზიდან

საქართველო, თბილისი - 13:45 07.23.2018 2182

საქართველოს წინააღმდეგ მზადდება უბოროტესი პროვოკაცია. ამის უტყუარი ნიშანია „უცნაური“ აზრი, რომელიც ერთ-ერთი ქართველი ტელეჟურნალისტის მისამართით განხორციელდა. ზარის ავტორი ეთნიკური ოსი იყო. ამაზე 100%-იანი სიზუსტით მეტყველებს მისი აქცენტი. ისიც ცხადია, რომ „ზარის ავტორ(ებ)მა“ შესანიშნავად გათვალეს: რამდენად გავლენიანი და პოპულარულია ტელეკომპანია „რუსთავი-2“, რომელიც ამ თემას, რასაკვირველია, გააშუქებდა. და ასეც უნდა მოქცეულიყო.

მაშასადამე, გველური საინფორმაციო დივერსიის ავტორებს ზუსტად ეს სჭირდებოდათ.

რა მიზნით? ამაზე  საუბრის შინაარსი მიგვანიშნებს. „უცნობმა ვლადიკავკაზელმა“ ერთი შეხედვით უცნაური ნარატივი განავითარა: „ქართული და ოსური სპეცსამსახურები ამზადებენ ერთობლივ ტერაქტსა და პროვოკაციას ყაზბეგის რაიონის ოსეთისთავის გადასაცემად.....“

ეს ძველისძველი, ქვეწარმავლურად ეშმაკური საინფორმაციო-დივერსიული ტექნოლოგიაა, რასაც სეპარატისტები ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ომებისას იყენებდნენ, რათა ნებისმიერი აქცია და მარცხი საქართველოში შიდა-ქართული დაპირისპირების მიზეზად თუ საბაბად აქციონ: „ზვიადი გაურიგდა კრემლს....“ „შევარდნაძე გაურიგდა კრემლს....“, „მიშა გაურიგდა კრემლს....“, „ბიძინა გაურიგდა მტერს......“ და ა.შ.

აქ მოულოდნელი და უცნობი არაფერია. მთავარი ისაა, რომ თვით აქცია მზადდება! ანუ ნურავის გაუკვირდება და ოსური „ფსევდოსახელმწიფო“ (ვგულისხმობ ე.წ „ორივე ოსეთს“) მას შემდეგ რაც შეიტყაპუნა „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით, ახლა იმავე სახელმწიფოს ფარული ან ღია მხარდაჭერით ამზადებს საინფორმაციო-პოლიტიკურ-დიპლომატიურ ნიადაგს „აღმოსავლეთ ოსეთის“ ანექსიისათვის! იგულისხმება თრუსოს ხეობა, საკუთრივ ხევი ანუ ყაზბეგის რაიონი (პირველ ეტაპზე) შემდეგ დუშეთის რაიონი მცხეთამდე და „თრიალეთის ოსეთი“ მომდევნო ეტაპებზე.

შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სხვათა შორის, ამაშიც ახალი არაფერია. შეგახსენებთ: 2009 წელს, როდესაც ძაღლთაპირმა  კოკოითმა პირველად გააჟღერა პერტენზია თრუსოს ხეობაზე,  ასეთი ისტორიაც მოჰყვა: „აგვისტოს ომის დროს ჩვენ შევქმენით ძლიერი სამხედრო დაჯგუფება, რომლის მიზანი იყო არა მხოლოდ ლენინგორის რაიონის დაკავება, არამედ თრუსოს ხეობის და ყაზბეგის ისტორიული ოსური მიწების მიერთება ოსეთისთვისო“. კოკოითის თქმით, ეს გეგმა ვერ განხორციელდა, რადგან......მოსკოვმა დაუშალათ.

მოსკოვმა (მაშინ) ნამდვილად დაუშალათ, რადგან პუტინი და მედვედევი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ევროკავშირის ლიდერ ნიკოლა საროზისთან და აგრესიის „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიის მიღმა გადატანა არ აწყობდათ.

სხვათა შორის ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს,  რამდენად სწორად მოიქცა  მიხეილ სააკშვილი, როცა 8 აგვისტოდან ყველაფერი იღონა (ცხინვალის რუსული ბაზის დაბომბვის ჩათვლით!) რათა მოსკოვი „სცენის მიღმა“ კი არ დარჩენილიყო, როგორც აფხაზეთის ომის დროს, არამედ იძულებული გამხდარიყო ღიად ემოქმედა „სცენაზე“. შესაბამისად ეს კონფლიქტიც აღქმულიყო დასავლეთის თვალში როგორც არა „ქართულ-ოსური“ არამედ „რუსეთ-საქართველოს ომი“.

პირველი აღქმა რომ დამკვიდრებულიყო დასავლურ პოლიტიკუმში, ისინი არ ჩარეოდნენ „ასე“, როგორც ჩაერიენ 10 აგვისტოდან და მხოლოდ „მხრებს აიჩეჩდნენ“ თუ „ოსურად“ შენიღბული ქევდანაყოფები მართლაც აიღებდნენ ყაზბეგს თრუსოს ანექსიის შემდეგ.

ზოგიერთებს ამ სიმართლის აღქმის უნარს სამარცხვინო დამარცხებით გამოწვეული მწარე ემოცია და სააკაშვილის სიძულვილი ართმევს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს ოსებს აქვთ იმის არა მხოლოდ იმედი, არამედ რესურსი, რომ ისევ სცადონ ე.წ. „აღმოსავლეთ ოსეთის“ დაფიქსირება ქართულ-ოსურ პრობლემად და ამაში ეხმარებათ........ე.წ. „ჟენევის დიკუსიები“, სადაც მიმდინარეობს მათი ყოველმხრივი „გაპრავება“!

საცოდავი ქართული დიპლომატია გულმოდგინედ გვიმალავს, რა მოხდა ბოლო შეხვედრაზე ჟენევაში, სადაც ოსურმა დელეგაციამ მკაცრად დასვა აღმოსავლეთ ოსეთის საკითხი, ხოლო ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა „მხრები აიჩეჩეს: „თუკი ოსები აქ იმავე სტატუსით არიან როგორც თქვენ, თუკი ელაპარაკებით მათ როგორც თანასწორთ და აღიარებთ მათ სუბიექტურობას, მაშინ რატომ არ გინდათ თუნდაც განიხილოთ მათ მიერ დაყენებული საკთხები - დათმობას და დათანხმებას ხომ არავინ გთხოვთო“.

სინამდვილეში, ამ სატანური პროვოკაციის მიზანი (რაც არაერთგზის გამოუყენებია „ჟენევის“ მთავარ მოდერატორს, სერგეი მზეჭაბუკის ძე ლავროვს სხვა სეპარატისულ რეგიონებში) მხოლოდ ისაა, პრობლემის არსებობა დაფიქსირდეს ლეგიტმურ საერთაშორისო პლატფორმაზე ანუ ჯერ „გაპრავდეს“ ამ მხრივ და მერე უკვე ძალაც გამოიყენონ......დასავლურ პრეტენზიებს კი  უპასუხონ: განა თქვენ თავად არ დაეთანხმეთ იმას, რომ ქართული და ოსური მხარეები თანასწორუფლებიანად უნდა მსჯელობდნენ ამ პრობლემაზე რაკი პრობლემა არსებობს.......ქართველებმა კი კონსტრუქციულ განხილვაზე უარი თქვესო....“

სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში პოლიტიკური კლასის და „ექსპერტთა ლეგიონის“ წვერებს ვერაფრის დიდებით ვერ შეასმენ, რომ ეს „ჟენევის დისკუსიები“ ამჟამინდელი ფორმით (ზახს ვუსვამ -  ამჟამინდელი ფორმით) არის კატასტროფულად დამაზიანებელი და სამკვდრო-სასიცოცხლოდ საშიში საქართველოსთვის სწორედ იმიტომ, რომ ხელს უწყობს სეპარატისტული წარმონაქმნებისა და მათ მიერ დაყენებული „პრობლემატიკის“ საერთაშორისო ლეგიტიმაციას, ანუ „გაპრავებას“.

თუ პრობლემის თვით არსებობა „გაპრავდა“ ესე იგი „დაფიქსირდა“, შემდეგ უკვე ყოველივე მხოლოდ ძალისმიერი ტექნოლოგია იქნება. ძალა და პროვოკაციების უნარი კი არც ცხინვალს აკლია და არც მის პატრონს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამგვარი პროვოკაციის მოწყობა  ამჟამად განსაკუთრებით იოლია, როდესაც, სამწუხაროდ, ქვეყანას კვლავინდებურად არ გააჩნია საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ გადაუდგამს ნაბიჯები, რაც ოკუპაციას გადარჩენილი ტერიტორიის შენარჩუნებას (მაინც) უზრუნველჰყოფს.

საოკუპაციო ხაზთან განლაგებული ძალა რომ „მსროლელი“ იყოს კი, მაგრამ...არის  მსროლელი?

ძალიან საჩოთირო კითხვაა.

 როდესაც მტერმა იცის, რომ „მსროლელი“ არც ერთ შემთხვევაში არა ხარ და შეიარაღებული მტრის დანახვისთანავე „ჩაისვრი“, ბუნებრივია ბევრად მეტსაც მოინდომებს.

ამიტომ მოინდომა კოკოითმა, რაკი იცოდა: 2008 წლის 13-14-15-16 აგვისტოს თრუსოს ხეობა რომ აეღო, მერე ხევში შეჭრილიყო, იქ იმდენი და ისეთი „მსროლელი“ არავინ დახვდებოდა, რეალური წინააღმდეგიობა გაეწია. როგორც აფხაზ სეპარატისტებს არ დახვდათ, სამწუხაროდ, კოდორში.....

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ძლიერი მოკავშირე არ დგას „აქ და ახლა“ ჩვენს გვერდით. სეპარატისტები აუცილებლად შეეცდებიან ისარგებლონ ამ რეალობით „ჰიბრიდული ომის“ ახალ ეტაპზე!

ხოლო თუ  გვინდა,  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად და რეალურად განიხილონ საქართველოს (არაოკუპირებული ტერიტორიის) უსაფრთხოების სამხედრო-პოლიტიკურ  გარანტიათა შექმნის საკითხი, მაშინ ჩვენ  უნდა ვიკისროთ პასუხისმგებლობის ჩვენი წილი!

პრობლემა ისაა, რომ საქართველო არა მხოლოდ „დე-იურე“ საზღვარს ვერ აკონტროლებს, არამედ ვერ ახერხებს „დე-ფაქტო“ საზღვრების მკაფიო დაფიქსირებასაც! ამერიკასთან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობის ასაგებად ეს ბევრად  ხელისშემშლელი ფაქტორია და აი რატომ: ყოველ ინციდენტს, რაც „დე-ფაქტო“ საზღვარზე ხდება, იქნება ეს „არჩილ ტატუნაშვილის ქეისი“, „გიგა ოთხოზორიას საქმე“, ადამიანების თითქმის ყოველდღიური გატაცება, მავთულხლართების „გადმოჩოჩება“ და ა.შ, ვაშინგტონში, მათ შორის პენტაგონში ყურადღებით აკვირდებიან.  ისინი ხედავენ, რომ თუ საქართველოში „შემოვლენ“, მაშინვე მოუწევთ ჩაბმა ე.წ. „ჰიბრიდული ომის“ ტექნოლოგიებში რუსეთთან და რუსულ სპეცსამსახურებთან.

ასეთ ომში შესვლა „ჭაობში შეტოპვის“ ტოლფასი იქნება მათთვის. იგივე ითქმის  ე.წ. „საზღვრის გადმოჩოჩების“ სტრატეგიაზე, რაც ასევე „ჰიბრიდული ომის “ნაწილია. ამიტომ ამერიკელი კოლეგები პირდაპირ არასდროს გვეტყვიან, თუმცა კი ელიან, როდის გადადგამს საქართველო იმ ძალიან მტკივნეულ ნაბიჯებს, რაც რუსეთს აღარ მისცემს „ჰიბრიდული ომის“ ტექნოლოგიათა განხორციელების შესაძლებლობას და ერთადერთ ოფციად პირდაპირ, ღია აგრესიას დაუტოვებს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა ნაბიჯებია ეს? ძალიან მტკივნეული და არაპოპულარული: თუ გვინდა მივიღოთ სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები ზესახელმწიფოსგან, მაშინ მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ „დე-ფაქტო საზღვარი“, ანუ რეალობა სასტიკად მოითხოვს გამოვიყვანოთ მშვიდობიანი მოსახლეობა უშუალოდ საზღვრისპირა სოფლებიდან, რასაც სეპარატისტები „გვედავებიან“ 1984 წლის რუქების შესაბამისად და საიდანაც თითქმის ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს. ამის შემდეგ,  სეპარატისტებთან ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე, ჩვენ თავად, ცალმხრივად უნდა ავაშენოთ კედელი, ანუ დამცავი ზღუდე 1984 წლის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და შევწყვიტოთ ყოველგვარი ურთიერთქმედება მარიონეტულ სეპარატისტულ რეჟიმებთან; ასევე, აბსოლუტურად შევწყვიტოთ ყოველგვარი მოძრაობა „საზღვარზე“!

ბუნებრივია, მაშინვე უნდა მოვითხოვოთ ჟენევის მოლაპარაკებათა გამართვა თავდაპირველი ფორმატით, ანუ „საქართველო-რუსეთი-ამერიკა“ და არა ამჟამინდელი, ე.წ. „არაფორმალური“, მარაზმატული სქემით, როდესაც საქართველოსა და სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს „ჟენევის დისკუსიებზე“ თანაბარი სტატუსი აქვთ, რაც მათ საერთაშორისო „გაპრავებას“ უწყობს ხელს.

„დე-ფაქტო“ მდგომარეობის მკაფიო დაფიქსირება და „გადარჩენილი ტერიტორიის“ გამოწვლილვით „შემოსაზღვრა“ ყოვლად აუცილებელი პირობაა!

ამ ნაბიჯების გარეშე ყოველ დღე უნდა ველოდოთ ახალ აგრესიას.

„ოსური ნაციონალიზმის“ რადიკალურ ფრთას, იმავე კოკოითის წინამძღოლობით, არაერთგზის უთქვამს რომ ჯერ-ჯერობით წინააღმდეგია „სამხრეთ ოსეთის“  გაერთიანებისა ე.წ. „ჩრდილო ოსეთთან“. ანუ (გულისხმობს) ჯერ უნდა ეცადონ დაიბრუნონ „აღმოსავლეთ ოსეთი“, შემოუერთონ იგი „სამხრეთ ოსეთს“ და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში „რესპუბლიკა ალანიას“ სახელწოდებით.

სწორედ ეს სახელი „ამოაგდო“ საძიებო სისტემამ, როდესაც ზემოთხსენებული ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია, რუსეთის რომელი ტერიტორიიდან განხორციელდა სატელოფონო ზარი:

„Алания!“

ნიკა იმნაიშვილი




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%