ამერიკელი მსახიობის რობინ უილიამსის და მისი ყოფილი მეუღლის პირად ნივთებს ნიუ იორკის აუქციონზე გაიტანენ. ლოტს სავაჭროდ წარმოადგენს აუქციონის სახლი Sotheby's თავის ვებ გვერდზე.
პოტენციური მყიდველების ყურადღებას წარმოადგენს მსახიობის სამახსოვრო ნივთები ფილმებიდან: სცენარები, საკოლექციო საათები, ბუტაფორიები, ჯილდოები, რომელიც მის კარიერას უკავშირდება. აუქცვიონი ამ წლის ნოემბრის თვეშია ჩანიშნული.
შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქველმოქმედო ფონდებში, რომელსაც რობინ უილიამსი მხარს უჭერდა მისი სიცოცხლის პერიოდში.
ცნობისთვის, მსახიობი 2014 წლის აგვისტოში ღრმა დეპრესიის შემდეგ გარდაიცვალა.