საქართველო, უკრაინა, ალბანეთი, ნორვეგია და მონტენეგრო შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ. ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 16 მარტს რეფერენდუმის შედეგადб მოხდა უკრაინის ნაწილის ანექსია და ხელი მოეწერა ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან მიერთების "იურიდიულ" დოკუმენტს. რუსეთის წინააღმდეგ იქნა გატარებული ყირიმის სანქციები.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გააგრძელა სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის წინაღმდეგ 18 ივნისს. ხოლო იმპორტის, ექსპორტის, ინვესტიციისა და ტურიზმის სფეროში შეზღუდვები დადგენილია 2019 წლის 23 ივნისამდე.