საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური მოტივით პოლიტიკური ლიდერების დევნის ეს ფურცელი უნდა დაიხუროს, ეს სჭირდება ქვეყანას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, ივანიშვილის გუნდი, რომელიც 6 წლის თავზე ხელისუფლებაში ყოფნისა არის კონცენტრირებული ამაზე. სხვა არაფერი სათქმელი რეალურად არა აქვს, გარდა ჩავარდნებისა. ეს არის პრობლემა და ამას არჩევნების გზით წერტილი უნდ დავუსვათ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დღეს ძალაში დატოვა.